თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ავტომობილის საჭესთან მჯდომი შუახნის მამაკაცი. ის ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა.

პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური.