თბილისში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება.
პრემიერა 10 ივნისს გაიმართება, წარმოდგენილი იქნება გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქცია.
ოპერის დამდგმელი დირიჟორი იქნებ ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი ალფონსო სინიორინი, კოსტიუმების მხატვარი კი ესტერ მარტინი.
მთავარ პარტიებს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები შეასრულებენ.
ოპერის პრემიერა ვენეციაში 1857 წელს გაიმართა.