თბილისში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს
თბილისში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამივე მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდარის გამო ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას.