თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა სწრაფად მოძრაობდა.