თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ღია ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.