თბილისში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
თბილისში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

 

დედაქალაქში, მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 2020 წლის ბოლომდე იქნება.

სემეკ-ის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ტარიფი 1.5635 თეთრით იზრდება (დღგ-ს ჩათვლით).

“თელასი”-ს სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი
ახალი ტარიფი 14.5435 თეთრი

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი
ახალი ტარიფი 18.5555 თეთრი

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი
ახალი ტარიფი 23.0395 თეთრი

მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება.

მათთვის ტარიფი დაახლოებით 1.56 თეთრით მოიმატებს.