თბილისში ძაღლის მიერ დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში ძაღლის მიერ დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში ქალი ძაღლმა, პიტბულმა დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ დაშავებულ 67 წლის ქალს ოპერაცია ჩაუტარდა.

„პაციენტს აღინიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობები სახის, კისრის, გულმკერდის, მუცლის, ქვემო კიდურების არეში – ანუ მთელი სხეულის ზედაპირზე კბენის შედეგად გამოწვეული ნაფლეთოვანი ჭრილობები ჰქონდა. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ ეტაპზე, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვიტალური ფუნქციები კორეგირებულია, უტარდება ის ყველა სამკურნალო ღონისძიება, რომელიც მოწოდებულია პროტოკოლით.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ტრავმიდან გამომდინარე. კვლავ გრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, მუშავდება ჭრილობები ქირურგების მიერ, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.