თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხანძარი იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სანაძრო-სამაშველო ბრიგადა.