თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა
თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევა პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.