დაკარგული 11 წლის გოგონა იპოვეს

02:38, 17.06.2023

11 წლის მარიამ ბარაბაძე, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისში ეძებდნენ, იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

სამართალდამცველები მოზარდის სამძებრო ღონისძიებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. 11 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო მოსახლეობაც.

მსგავსი