თბილისში დღეიდან აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა.
აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში მიიღეს.
შესაბამისი რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერიაში.