ჩოხატაურში აგრარული ბაზარი გაიხსნა
ჩოხატაურში აგრარული ბაზარი გაიხსნა

ჩოხატაურის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა. ვითარების გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები.

ჩოხატაურის მერიის ინფორმაციით, აგრარული ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული. მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ბაზრის შესასვლელში დილიდანვე მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.

„სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად, ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში მონიტორინგი ხორციელდება. ტარდება თერმოსკრინინგი. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას. ბაზრის ადმინისტრაცია, პოლიციასთან და მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად მუშაობს, რათა დაცული იქნეს სურსათის უვნებლობის რეკომენდაციები“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

დატოვე კომენტარი