თბილისში დაუდგენელი ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა
თბილისში დაუდგენელი ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდას ბაქტერიული ინფექცია ჰქონდა, თუმცა ლაბორატორიული ანალიზი H1N1 ვირუსზეც ჩატარდება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე კლინიკაში კომენტარს ჯერ აკეთებენ.