გალერეა „ფოტოგრაფიაში“ პირველ დეკემბერს დაგეგმილი იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა გადაიდო. ამის შესახებ პირველ არხს გალერეის დირექტორმა, ნინო-ანა სამხარაძემ განუცხადა.
„პირველ დეკემბერს გალერეა „ფოტოგრაფიაში“ უნდა გამართულიყო სერგეი ფარაჯანოვის პორტრეტების გამოფენა. თუმცა, განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენი ღონისძიების ფეისბუქგვერდზე ძალიან ბევრმა ადამიანმა საკმაოდ აგრესიული, მუქარის შემცველი კომენტარი გააკეთა ხელოვანის მიმართ.
შესაბამისად, გალერეამ ფოტოგრაფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადადო ღონისძიება“, – აცხადებს სამხარაძე.
ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა Al Jazeera-ს მისცა ინტერვიუ, რომელსაც საზოგადოებაში კრიტიკული გამოხმაურება მოყვა. არხზე გადაცემულ დოკუმენტურ ფილმში ის 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ დღეს ხალხი „დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები“.