ისრაელის ელჩი – დიდად ვაფასებთ 9 აპრილს ქართველი ხალხის მიერ სიმამაცისა და სიმტკიცის გამოვლენას, თქვენ აჩვენეთ მედეგობის ჭეშმარიტი არსი და ურყევი სწრაფვა თავისუფლებისადმი
ჩვენ დიდად ვაფასებთ 9 აპრილს ქართველი ხალხის მიერ სიმამაცისა და სიმტკიცის გამოვლენას. თქვენ აჩვენეთ მედეგობის ჭეშმარიტი არსი და თავისუფლებისადმი ურყევი სწრაფვა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ელჩის თქმით, „აშკარაა, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცდება საზღვრებს“.
„მისი უზრუნველყოფის სურვილი არის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ისე ისრაელებები“, – წერს ჰადას მეიცადი.
We extend our utmost appreciation for the display of bravery and determination witnessed on #April9th by the Georgian people. On that solemn occasion, you exemplified the true essence of resilience and unwavering aspirations for liberty.
It is evident that freedom remains a… pic.twitter.com/gidnfpHIlQ
— Hadas Meitzad 🇮🇱🎗️ (@HadasMeitzad) April 9, 2024