შვედეთის საელჩო - პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას
შვედეთის საელჩო - პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას

საქართველოში შვედეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა ჩაახშეს მშვიდობიანი ქართული დემონსტრაციები თავისუფლებისთვის. ორი წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ეროვნული ერთიანობის ამ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა მათგანს, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოში შვედეთის საელჩოს განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.