თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წაქცეული ხე იქვე პარკირებულ ავტომობილებს დაეცა და მნიშვნელოვნად დააზიანა.
როგორც გაირკვა, დაზიანებული ავტომობილები ამავე ტერიტორიაზე მდებარე N4 ბაგა-ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს ეკუთვნით.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე, ხის წაქცევის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.