თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ავტომობილებს ხე დაეცა [ფოტო]
თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ავტომობილებს ხე დაეცა [ფოტო]

თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წაქცეული ხე იქვე პარკირებულ ავტომობილებს დაეცა და მნიშვნელოვნად დააზიანა.

როგორც გაირკვა, დაზიანებული ავტომობილები ამავე ტერიტორიაზე მდებარე N4 ბაგა-ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს ეკუთვნით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე, ხის წაქცევის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.