ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით არის დაწყებული.
ამ ეტაპზე, ფაქტზე დაკავებული არავინ არის. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.