თბილისში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

14:45, 27.09.2020

ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით არის დაწყებული.

ამ ეტაპზე, ფაქტზე დაკავებული არავინ არის. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი