თბილისში, დადიანის გამზირზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
თბილისში, დადიანის გამზირზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

​თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ფეხით მოსიარულეებს ავტომანქანა Toyota Prius-ი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.