თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მმიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაიღუპა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.
მათივე ცნობით, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა დაღუპული დახვდათ.
„შეტყობინება იყო შემოსული. მაშველებს ადგილზე დახვდათ გარდაცვლილი მუშა, რომელიც მიწის თხრის სამუშაოებს აწარმოებდა და მიწის ქვეშ მოყვა. მიმდინარეობს ცხედრის ამოყვანის სამუშაოები“, – განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შემთხვევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. ადგილზე საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.