თბილისში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი Zero Compromise გაიხსნა [ფოტო]
თბილისში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი Zero Compromise გაიხსნა [ფოტო]

თბილისში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი Zero Compromise გაიხსნა.

ნატურალური ღვინის ფესტივალი თბილისში წელს მეორედ იმართება.

მასში პირველად მონაწილეობენ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები საზღვარგარეთიდან. კერძოდ, მონაწილეობს 11 ქვეყანა, რომელთა შორისაა იტალია, საფრანგეთი, იაპონია, ამერიკა, ესპანეთი და საფრანგეთი.

უცხოელი მეღვინეებისა და მევენახეების გარდა, ფესტივალში მონაწილეობს 58 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია.

ფესტივალი ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და GIZ-ის მხარდაჭერით გაიხსნა.