თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია 200 კვ.მ. ფართობი.
მათივე ცნობით, არსებობდა ცეცხლის სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება, რადგან ტერიტორია მჭიდროდ არის დასახლებული, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საფრთხე მოხსნილია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.