თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.