თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ.მ ფართი და საოჯახო ნივთები.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის, ერთ-ერთი საცხოვრებლიდან მეხანძრეებმა მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია