გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 28 აპრილს თბილისში, დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.