თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

07:41, 28.04.2020

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 28 აპრილს თბილისში, დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი