თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ორი პირი.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული არასრულწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომანქანები გაზგასამართ სადგურს შეეჯახნენ. აფეთქების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიდმინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.