თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა
თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, ავჭალაში მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მცირე ზომის სატვირთოს შეეჯახა.

ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მგზავრი ქალი ადგილზე დაიღუპა. ავტოავარიისას მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ბავშვი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიისას ასევე დაშავდა ერთი მამაკაცი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.