თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.