თბილისში 25 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს ერთ-ერთ საცურაო აუზზე მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.