თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობი.
ცეცხლი ხის მასალის საწყობში გაჩნდა.
ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.