თბილისში, აღამაშენებლის ხეივანში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
თბილისში, აღამაშენებლის ხეივანში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

თბილისში, აღამაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ფიგურირებს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო ავტობუსი.

შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სახანძრო-სამაშველო სამსახური.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.