თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
თბილისში, აეროპორტის გზაზე სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ.
მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.