თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა - ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს
თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა - ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს

თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა. დღევანდელი დღისთვის ზოოპარკში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ზოოპარკის სტუმრების მხიარულ განწყობაზე ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორები ზრუნავენ.

ცხოველებთან დაკავშირებულ თემატურ სადგურებზე ბავშვები თამაშობენ ვეტექიმობანას, იცნობენ ცხოველების საბინადრო არეალს, ნაფეხურებსა და ხმებს, აფერადებენ, ამზადებენ ნიღბებსა და ბუშტების ფიგურებს, აწყობენ ფაზლებს, ჯირითობენ ხის ცხენებზე.

ღონისძიება 13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.