თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა – ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს

15:02, 25.02.2018

თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა. დღევანდელი დღისთვის ზოოპარკში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ზოოპარკის სტუმრების მხიარულ განწყობაზე ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორები ზრუნავენ.

ცხოველებთან დაკავშირებულ თემატურ სადგურებზე ბავშვები თამაშობენ ვეტექიმობანას, იცნობენ ცხოველების საბინადრო არეალს, ნაფეხურებსა და ხმებს, აფერადებენ, ამზადებენ ნიღბებსა და ბუშტების ფიგურებს, აწყობენ ფაზლებს, ჯირითობენ ხის ცხენებზე.

ღონისძიება 13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

მსგავსი