კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 5 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის ზემო დასახლების, ასურეთის, გეგუთის, დარკვეთის, ზეკარის, კიშინიოვის, ლუბოვსკის, ჯავის, სვერის, ავიაქიმიის, სანერგის, ბუგეულის, ლისაშვილის, სანავარდოს, სვირის, ცოტნე დადიანის, თოდრიას, კურსების, დომენტი ჟღენტის, ახტალის, ლაითურის, მაჩხაანის, მირზაანის, სამღერეთის, წერონისის, სამსონ ფირცხალავას, ავთანდილ ღოღობერიძის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აბაშელის, არაყიშვილის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, რაზმაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ატენის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3-ის ზედა პლატოს, აბაშვილისა და ირინა შტენბერგის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.