კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო დღეს, 11 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, ბაღის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთრიხევის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, თენგიზ ჩანტლაძის, ზემო მეტალურგიულის, რქაწითელის, ქინძმარაულის, ჩხავერის და თაკვერის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბო თბილელის, აბესაძის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, ჯიბლაძის, ბეთლემის და ჩიხლაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის და გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გაგარინის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ჭედიას, კაჭარავას, ლაზოს, გაგრის, სალხინოს, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კობერიძის, ბარისახოს, უწერის, ბარალეთის, ზარზმის, შუშის, ბაღნარის, ბიჭვინთის, მანაგაძის და ზაჰესის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.