თბილისის ზოგიერთ რაიონში 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, შოთა ნიშნიანიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ოცხელის, ბაბუციძის, ნაკადულის, შანავას და თამარის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ზესტაფონის, ვანის და თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.