თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალას, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის, ხერგიანის, პატარა ტბის, კარლო მებაღიშვილის, ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ქერჩის (ნაწილობრივ), ხერგიანის და მამკოდის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, ფერაძის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვახტანგ ჩიქოვანის, დელისის, მეგრელიძის, შალვა ნუცუბიძის და ემანუელ აფხაიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, ალექსი გოგოლაურის და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, შავთელის, ნაკაშიძეების, ავლევის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, ვერცხლის, დიუმას, სანაპიროს, ფურცელძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის, ხაზინის, გოგჩას, სულხანიშვილის, ხიდის და ფხოვის ქუჩების მოსახლეობას.10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და ტოვსტონოგოვის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.