თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, კავსაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, გაბაშვილის, მიხეილ თამარაშვილის , გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის და მერაბ ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის და ევგენი ხარაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია თელასის ინფორმაციაში.