თბილისის ზოგიერთ რაიონში 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკორაიონის (ნაწილობრივ), დელისის III ქუჩის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის და გრიშაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.