თბილისის ზოგიერთ რაიონში 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკორაიონის (ნაწილობრივ), დელისის III ქუჩის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის და გრიშაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის  მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.