თბილისის ზოგიერთ რაიონში 22 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 22 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის, ბეგიაშვილის და ორბელების ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, წულუკიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ფერაძის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის და ჩუღურეთისრაიონები – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, აფხაზეთის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, ხუდადოვის, სამშვილდეს, წყაროს, არგვეთის, ტყეკულტურის, მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.