თბილისის ზოგიერთ რაიონში 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 20 აპრილს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის, პეტრე ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, იოსელიანის, თავხელიძის, წმინდა მოწამის ვასილისკოს, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, გამრეკელის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, გამრეკელის, გაბაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, ასათიანის, დადიანის, გიგა ლორთქიფანიძის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გია რომელაშვილის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის და ხევის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის ჩიხის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.