თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 10 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ნაკადულის, ქინძმარაულის, მამისაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალას დასახლების, სოფელი ფონიჭალას, რუსთაველის გამზირის, სადგურის, ვაგზლის, ბამბის რიგის, ერეკლე მეორეს, რკინის რიგი, სიონის, ეფრემ მცირეს, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, შარდენის და თუმანიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის მთის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, სტურუას, ხუდადოვის, თვალჭრელიძის, გურამ ასათიანის, ინწკირველის, ღუდუშაურის, კახიანის, რევაზ ურიდიას, ნოსტეს, უიარაღოს, ცოტნე დადიანის, წრომის და ქებურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედნის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის და პავლე ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ზაჰესის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ყუშიტაშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ჭრებალოს, გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, ბარისახოს, ალექსანდრე მანაგაძის და შალვა ტრაპაიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.