თბილისის ზღვის ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ორივე მათგანი მამაკაცია და ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. ორივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი მცხეთის კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღებ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში 20 პაციენტის ანალიზი იყო გაგზავნილი.