თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.