თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს. უწყების ცნობით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
„ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.